პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე კვლავ არეულობა დაიწყო. სამართალდამცველებმა ტრიუმფალურ თაღთან შეკრებილი აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა პოლიციის მიმართულებით ბოთლებისა და ქვების სროლა დაიწყეს. არეულობის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე ათეული პირი დააკავეს.
„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის სახელით ცნობილი დემონსტრაციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო. აქტივისტები თავდაპირველად საწვავის ფასების გაზრდას აპროტესტებდნენ. მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების მიუხედავად, აქტივისტები დაშლას არ აპირებენ.
ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციები დღეს საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.