პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციის დროს დაკავებულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა
პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციის დროს დაკავებულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია BMFTV ავრცელებს.
ფრანგული მედია ავრცელებს იმ ნივთების ფოტოებსაც, რომელიც პოლიციამ დემონსტრანტებისგან ამოიღო. მათ შორის არის ჩაქუჩები, აირწინაღები და ცეცხლმაქრები.
შეგახსნებთ, პარიზში ყვითელჟილეტიანების აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე იმყოფება პირველი არხის გადამღები ჯგუფი, რომელიც 1Tv.ge-ზე აქციის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი აირი და ხელკეტები. დაშავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია.
აქციაზე დღეს სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვის მოთხოვნებთან ერთად, მაკრონის გადადგომის მოთხოვნაც ისმოდა.