პარიზში ყვითელჟილეტიანების აქცია მიმდინარეობს. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი საფრანგეთის დედაქალაქიდან იუწყება, პარიზის ქუჩებში ვითარება დაძაბულია.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. პირველი არხის ჟურნალისტის, გურამ როგავას ცნობით, განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება შანზელიზეს ტერიტორიაზე.
აქციის მონაწილეები ისვრიან სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ბოთლებს, ქვებს.
ყვითელჟილეტიანთა აქციის მონაწილეები ხელისუფლებისაგან გადასახადების შემცირებას, ხელფასების მომატებას და ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობენ, როგორც რადიკალი მემარჯვენე, ისე მემარცხენე მოძრაობები.
გურამ როგავას ცნობით, აქციის მონაწილეებისგან პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც გაისმა.
პოლიციაში შიშობენ, რომ დემონსტრანტებს შორის იქნებიან პროვოკატორები, რომლებიც არეულობის მოწყობას შეეცდებიან.