პარიზში, საცხოვრებელ სახლთან ხანძრისას 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები
პარიზის გარეუბანში, საცხოვრებელ სახლთან ხანძრის გამო, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა. მათგან ოთხი მცირეწლოვანია.
ექიმების ცნობით, ბავშვების მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც.
პარიზის გარეუბანში ხანძარი 19 აგვისტოს, საღამოს საათებში გაჩნდა. ძლიერი ცეცხლის ლოკალიზებას 100-მდე მეხანძრე თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
მსგავსი შემთხვევა პარიზის იმავე რაიონში მიმდინარე წლის ივლისშიც მოხდა. მაშინ, ხანძარს შენობაში მცხოვრები დედა და მისი სამი შვილი ემსხვერპლნენ.