პარიზში ხანძრის შედეგად ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა
პარიზში ხანძრის შედეგად ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა

პარიზის გარეუბანში ორსული ქალი სამ შვილთან ერთად ხანძარს ემსხვერპლა. შემთხვევა ობერვილის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-17 სართულზე მოხდა.

ხანძრის შედეგად დაშავდა ამავე შენობაში მცხოვრები კიდევ ექვსი პირი და სამი მეხანძრე. სტიქია საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულ სახანძრო ეკიპაჟს ოჯახის წევრები უკვე გარდაცვლილი დახვდა.  ცეცხლის გავრცელების გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.