პარიზის მოდის კვირეულზე კარლ ლაგერფილდის ბოლო კოლექციის ჩვენება გაიმართა [ფოტო, ვიდეო]
17:00, 05.03.2019
პარიზის მოდის კვირეულზე „შანელის“ 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ეს იყო ბოლო კოლექცია, რომელიც კარლ ლაგერფილდმა ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნა.
ლაგერფილდი 19 თებერვალს გარდაიცვალა, შესაბამისად, ეს იყო შოუ ლეგენდარული დიზაინერის გარეშე.
ჩვენება დასამახსოვრებელი ბევრი რამის გამო გახდა. პოდიუმზე მოდელი კარა დელევინი დაბრუნდა, ასევე მონაწილეობა მიიღო სინდი კროუფორდის შვილმა, მოდელმა კაია გერბერმა. დეფილეს კულმინაცია კი, პოდიუმზე ცნობილი ესპანელი მსახობის, პენელოპა კრუსის გამოჩენა გახდა. მსახიობს ხელში თეთრი ვარდი ეჭირა, ამით მან პატივი მიაგო თავისი მეგობრის, „შანელის“ ყოფილი კრეატიული დირექტორის ხსოვნას.