პარიზის მოდის კვირეული „შანელის” მოდის სახლის ჩვენებით სრულდება

16:31, 06.03.2018

პარიზის მოდის კვირეული „შანელის” მოდის სახლის ჩვენებით სრულდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

სწორედ კვირეულის ბოლო დღეს წარმოადგინა მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა კარლ ლაგერფელდმა 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. „შოუს მოწყობის ოსტატი” ასე შეაფასეს მოდის კრიტიკოსებმა დეფილე და შოუს კონცეფცია.

„შანელმა” დღევანდელი ჩვენებით შემოდგომის კონცეფცია გააცოცხლა. პოდიუმი ყვითელი ფოთლებით იყო მორთული , თითოეულ ფოთოლზე შანელის ლოგო იყო დატანილი.

ლაგერფელდი უკვე 40 წელია „შანელს” ხელმძღვანელობს და ის ერთადერთი დიზაინერია მსოფლიოში, რომელსაც ბრენდთან კონტრაქტი სიცოცხლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი