თბილისი საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi უმასპინძლებს
თბილისი საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi უმასპინძლებს

თბილისი საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi უმასპინძლებს.

ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები და მასტერკლასები.

კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა 3 მაისს დაგეგმილი მსოფლიოს 500 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელებული დიზაინერის, ფოტოგრაფისა და მოდის მენტორის გოშა რუბჩინსკის საჯარო ლექცია-დისკუსია. ის ქართველ დიზაინერებს გაუზიარებს გამოცდილებას.

მოდის კვირეული 3-დან 7 მაისის ჩათვლით თბილისის ცირკში გაიმართება.

2018-2019 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს თბილისში 44 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს.