თბილისის მოდის კვირეული დღეს იწყება

12:24, 19.04.2018

თბილისში მოდის კვირეული  დღეს პროექტით „მედეა ჯაფარიძე – Style Icon” გაიხსნება.

კვირეულის 4 დღიანი პროგრამა 20-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორის ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები იქნება.

კვირეულის ფარგლებში მაყურებლის და ჟიურის წინაშე 9 ახალბედა დიზაინერი წარდგება.

გამარჯვებულები 20 აპრილს გამოვლინდებიან.მათ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგანსხვადასხვა პრიზები გადაეცემათ.

კვირეული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება .

მსგავსი