პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის წლისთავზე დიდი ზარი დარეკეს [ვიდეო]
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის წლისთავზე დიდი ზარი დარეკეს. ტაძრის მთავარი ზარის რეკვა ადგილობრივი დროით ზუსტად 20:00 საათზე დაიწყო, სწორედ იმ დროს, როდესაც საფრანგეთის მოქალაქეები აივნებიდან მედიკოსებს მადლობის ნიშნად ტაშს უკრავენ.
1686 წელს ტაძრისთვის ლუდოვიკო მე-14-ის მიერ ნაჩუქარი ზარი 13 ტომას იწონის და საფრანგეთში სიდიდით მეორეა.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაადასტურა მთავრობის დაპირება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხუთი წლის ვადაში აღდგენასთან დაკავშირებით.
„ნოტრ-დამის რესტავრაცია არის ჩვენი ხალხის სიმტკიცის, სირთულეების გადალახვის შესაძლებლობისა და აღდგენის სიმბოლო”, – განაცხადა მაკრონმა.