პარიზის დიდ სლემზე მესამე შეხვედრა მოიგო და ქვეჯგუფის ფინალში გავიდა ნუგზარ ტატალაშვილი. ბრაზილიელი გუილეიროს და იაპონელი სასაკის ძელვის შემდეგ, ქართველმა ძიუდოსტმა ჯგუფში განთესილ ტიტულოვან არგენტინელ ემანუელ ლუცენტის მოუგო.
შეხვედრის ძირითად დროში სპორტსმენებმა ორ-ორი შიდო მიიღეს, ქულების მოპოვება კი ვერ მოახერხეს. რაც შეეხება დამატებით დროს, აქ ქართველმა ფალავანმა მომგებიანი გდება 10 წამში შეასრულა და მეოთხედფინალში გავიდა.
ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლა ტატალაშვილს ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრების წევრ – იარომირ მუსილთან მოუწევს.
შეგახსნებთ, რომ ამავე წონაში ასპარეზობდა ზებედა რეხვიაშვილიც, რომელიც ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.