ბუდაპეშტის გრანდ სლემი | ლაშა შავდათუაშვილი ოქროსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს მედლების მოსაპოვებლად ორ წონით კატეგორიაში სამი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგან წარმატებულად გამოსვლას მხოლოდ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) აგრძელებს.

ნახევარფინალში ლაშამ ყველასათვის უცნობი ახალგაზრდა პოლონელი ადამ სტოდოლსკი დამატებით დროში იპონით დაამარცხა და ფინალში ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს დაუპირისპირდება.

81 კგ-ში დღეს გამომსვლელი ორი ახალგაზრდა ძიუდოისტი – გიორგი შერაზადიშვილი და ზაურ დვალაშვილი შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. აღსანიშნავია,რომ 81კგ-ში არაბთა გაერთიანებული ემირატების სახელით მოასპარეზე ქართველი, ნუგზარ ტატალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედლის მოპოვება შეძლეს. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ვერცხლისმედალოსანი გახდა, ამავე წონაში ახალგაზრდა თემურ ნოზაძე კი მესამე ადგილზე გავიდა.