პარიზის დიდი სლემი - ტატალაშვილი მერვედფინალშია, რეხვიაშვილი ტურნირს გამოეთიშა
პარიზის დიდი სლემი - ტატალაშვილი მერვედფინალშია, რეხვიაშვილი ტურნირს გამოეთიშა

მეთექვსმეტედფინალური ეტაპი დასრულდა – 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, შეხვედრები, ნუგზარ ტატალაშვილმა და ზებედა რეხვიაშვილმაც გამართეს.

ტატალაშვილი პირველ წრეში დასვენებულ იაპონელს – ტაკეში სასაკის დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი ოთხი წუთი ძიუდოისტებმა უქულოდ დაასრულეს. არბიტრისგან კი თითო გაფრთხილება მიიღეს და დამატებით დროშიც თანაბარ პოზიციაში გადავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტატალაშვილს სახის არეში მიღებული დაზიანების გამო, ორთაბრძოლის შეწყვეტა ორჯერ მოუწია, თუმცა საქართველოს ნაკრების ექიმების დახმარებით ტატამზე დაბრუნებაც უპრობლემოდ შეძლო და საბოლოდ საქმე გამარჯვებამდეც მიიყვანა. დამატებითი დროის დაწყებიდან წუთსა და 40 წამში მან მეტოქეს ეფექტური გდება შეუსრულა, რომელიც მსაჯებმა იპონით დაუფიქრებლად შეაფასეს და ნუგზარიც შემდეგ ეტაპზე გავიდა. მერვედფინალში მისის მეტოქე, ჯგუფში განთესილი, პანამერიკული ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული არგენტინელი – ემანუელ ლანცეტია.

ამ წონაში მოასპარეზე კიდევ ერთმა ქართველმა – ზებედა რეხვიაშვილმა, მედლისთვის ბრძოლის შანსი თავის პირველივე შეხვედრაში დაკარგა. ტურნირის შარშანდელ მეხუთე ადგილოსანს კენჭისყრით აშკარად არ გაუმართლა და მეტოქედ ევროპის 2015 წლის ჩემპიონი – საგი მუკი ერგო. ისრაელის ნაკრების წევრმა საბოლოოდ შეხვედრა გამარჯვებამდე ერთ წუთში მიიყვანა. მან ნახეავრწუთიან ინტერვალებში, რეხვიაშვილს ორი ვაზარი აუღო, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ იანვარში მიღებული ახალი წესების თანახმად სუფთა გამარჯვებაა.