ნუგზარ ტატალაშვილი ყაზანის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ნუგზარ ტატალაშვილი ყაზანის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

ყაზანში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე მედლებისთვის საბრძოლველად სამი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა, საიდანაც ასპარეზობას მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილი განაგრძობს. იგი ტურნირის მეოთხედფინალშია და ნახევარფინალში გასასვლელად კი რუმინელ ალექსანდრუ რაიკუს დაუპირისპირდება.

ლუკა კაპანაძე (73 კგ.) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ.) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზანის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე მშვიდობაძე ურთულეს, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ლუხუმ ჩხვიმიანმა რობერტ მშვიდობაძეს დამატებითი დროის მეხუთე წუთზე სუფთა გამარჯვებით სძლია.

ტოკიოს ოლიმპიადამდე ყაზანის გრანდ სლემი ამ რანგის ბოლო ტურნირია ძიუდოში, 6-13 ივნისს კი ბუდაპეშტი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. სწორედ ეს ორი ასპარეზობა – ყაზანის გრანდ სლემი და მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ბოლო ორი ტურნირი, სადაც ოლიმპიური ლიცენზიები გათამაშდება. წინასწარი შეხვედრები დღეს 12:00 საათზე დაიწყო , ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.