ყაზანის გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ყაზანის გრანდ სლემზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ყაზანში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის სამი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს.

ტურნირზე ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ.), ლუკა კაპანაძე (73 კგ.) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ.) იასპარეზებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზანის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარაზე მშვიდობაძე ურთულეს, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ლუხუმ ჩხვიმიანმა რობერტ მშვიდობაძეს დამატებითი დროის მეხუთე წუთზე სუფთა გამარჯვებით სძლია.

ტოკიოს ოლიმპიადამდე ყაზანის გრანდ სლემი ამ რანგის ბოლო ტურნირია ძიუდოში, 6-13 ივნისს კი ბუდაპეშტი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. სწორედ ეს ორი ასპარეზობა – ყაზანის გრანდ სლემი და მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ბოლო ორი ტურნირი, სადაც ოლიმპიური ლიცენზიები გათამაშდება. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.