ლიპარტელიანმა მეორე შეხვედრა ეფექტური გდებით მოიგო, ტატალაშვილი მომდევნო ეტაპზეა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიპარტელიანმა მეორე შეხვედრა ეფექტური გდებით მოიგო, ტატალაშვილი მომდევნო ეტაპზეა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში 73 კგ-ში მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილმა პირველი შეხვედრა ბელარუს ვადიმ შოკასთან მოიგო და მეორე წრეში გავიდა.

ტურნირზე კარგად დაიწყო გამოსვლა და უკვე მეორე დაპირისპირებაში გაიმარჯვა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ). მან ბელგიელი ლიბერი ლამაზი იპონით დაამარცხა.

შემდეგ წრეში იგი იაპონელ ძიუდოისტს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში გამარჯვება ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმაც მოიპოვა. მეორე წრეში იგი ბრაზილიელ ბარბოსას დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო,ფინალური ბლოკი კი – 19:00 გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.