ტატალაშვილმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ტატალაშვილმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე ოთხი ქართველი გამოვიდა.73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე სპორტსმენი, ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ტატალაშვილმა შვედ ტომი მაციასს სუფთა გამარჯვებით სძლია და დამსახურებული მესამე ადგილი დაიკავა. ლაშა შავდათუაშვილი კი ისრაელის წარმომადგენელ ტოჰარ ბუტბულთან დამარცხდა.

81 კგ-ში ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი სამწუხაროდ, პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდნენ და ტურნირს დაემშვიდობნენ.

დატოვე კომენტარი