მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იჭიდავებს - შავდათუაშვილი და ტატალაშვილი ვაჟებში, ლიპარტელიანი ქალებში #1TVSPORT
მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იჭიდავებს - შავდათუაშვილი და ტატალაშვილი ვაჟებში, ლიპარტელიანი ქალებში #1TVSPORT

ბუდაპეშტში მინდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს მედლების მოპოვებას სამი ქართველი შეეცდება.

73 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში პერუელ ალონსო ვონგს დაუპირისპირდება. ამავე წონაში იასპარეზებს ნუგზარ ტატალაშვილიც, რომელიც პირველ შეხვედრას ბელარუს ვაძიმ შოკასთან გამართავს.

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს ქალთა ასპარეზობაში 57 კგ-ში ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში ჩეხ ვერა ზემანოვას შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი – 19:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.