მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველივე შეხვედრაში დაემშვიდობა, ტურნირს ქალებიც გამოეთიშნენ #1TVSPORT
მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველივე შეხვედრაში დაემშვიდობა, ტურნირს ქალებიც გამოეთიშნენ #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს სამმა ქართველმა იასპარეზა და სამივე მათგანი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. 66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც რეიტინგის მესამე ნომერია, მოლდოველ ვადიმ ბუნესკუსან მოულოდნელად დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიო ჩემპიონატს ასევე დაემშვიდობნენ – 52კგ-ში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და ამავე წონაში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილიც.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი – 19:00 საათზე ქართველების გარეშე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირის პირველ დღეს ქართველებს არ უასპარეზიათ. მედლები ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 60 კგ.-ში მამაკაცთა შორის რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი იაგო აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში მან გუსმან ყირგიზბაევს წუთსა და 35 წამში სძლია.

ქალებში კი 48 კგ.-ში მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი ნაცუმი ცუნოდა გახდა. ფინალში მან თანამემამულე ვაკანა კოგას ავასატე იპონით დაამარცხა.

დატოვე კომენტარი