პარიზის ცენტრში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
პარიზის ცენტრში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. „როიტერის“ ცნობით, აქციას ასობით ადამიანი შეუერთდა.
აქციაზე მყოფებს სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების წარმომადგენლებმა, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა.
საფრანგეთში 30 ივნისს და 7 ივლისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომლის ჩატარების გადაწყვეტილებაც პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო.
ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტიამ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) ხმების 30%-ზე მეტი მიიღო, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ, „რენესანსმა“- 14.6%.
მიმდინარე გამოკითხვების მიხედვით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი.