პარამოფარიკავეთა მსოფლიო თასზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა
კანადის ქალაქ მონრეალში 28 აპრილს გამართულ პარამოფარიკავეთა მსოფლიო თასზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა, გუნდურ ასპარეზობაში (ხმლით ფარიკაობა) მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდნენ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი.
ინდივიდუალურ შეჯიბრში ნაკრების ლიდერმა ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქრო, ხოლო რაპირით შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნინო თიბილაშვილმა ხმლით ასპარეზობაში ვერცხლი, რაპირით კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კანადაში გამართულ მსოფლიოს თასზე, გუნდურ და ინდივიდუალურ შეჯიბრში ჯამში 5 მედალია – ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.