ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

18:43, 03.10.2023

იტალიაში, ქალაქ ტერნიში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრები ორ დისციპლინაში გამოდიან.

დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, ირმა ხეცურიანმა ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გერმანელ პარამოფარიკავე ატერს ანგარიშით 15:7 სძლია.

დღესვე საკუთარ ძალებს ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მოსინჯავენ.

მსგავსი