ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია, თიბილაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა #1TVSPORT
ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია, თიბილაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა #1TVSPORT

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები რაპირით ასპარეზობაში მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო. ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ამავე შეჯიბრზე ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი ამარელა ვერესი 15:3 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.