ეტლით ფარიკაობა | გვანცა ზადიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო #1TVSPORT

22:12, 03.10.2023

იტალიის ქალაქ ტერნიში დღეს პარაფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.

ხმლით ასპარეზობაში წარმატებით იბრძოლა გვანცა ზადიშვილმა და მესამე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათით ადრე ასევე ბრინჯაოს მედალი ირმა ხეცურიანმა მოიპოვა.

ქართველი პარამოფარიკავეები ბრძოლას ხვალ განაგრძობენ, ისინი 4 ოქტომბერს გუნდურ შეჯიბრებაში იასპარეზებენ.

მსგავსი