„სარაგოსა“ მიზანთან ახლოს იყო – პრიმერადივიზიონის მეოთხეადგილოსანი ლა ლიგაში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ გიორგი პაპუნაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გასასასვლელ პლეიოფში ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს.
„სარაგოსამ“ პლეიოფის პირველი ეტაპის გასვლითი შეხვედრა „ნუმანსიასთან“ 1:1 დაასრულა და ახლა მეტოქეს საკუთარ არენაზე უმასპინძლა. მოულოდნელად, ქართველის გუნდი 1:2 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში 2:3 წააგო და ლა ლიგაზე ოცნება შემდეგი სეზონისთვის გადადო. პლეიოფის ფინალში კი „ნუმანსია“ გავიდა, რომელიც „ვალიადოლიდისა“ და „სპორტინგის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
„არაგონულ გუნდს მოსაგებად არაერთი რეალური შესაძლებლობა ჰქონდა. 55-ე წუთზე, ბორხა იგლესიასმა გიორგი პაპუნაშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ აიტორ ფერნანდესს ვერ აჯობა. სწორედ ეს გახლდათ ნახევარფინალის გადამწყვეტი მომენტი. იყო კიდევ რამდენიმე შანსი. მე-60 წუთზე იგლესიასმა დასარტყმელ პოზიციაზე ისევ პაპუნაშვილი გაიყვანა და მან მიზანს ააცილა. მესამე ერთი მომენტი იგლესიასმა გაანიავა. ეს იყო აღმაშფოთებელი, რომ „სარაგოსამ“ შანსების რეალიზება ვერ შეძლო და დამარცხდა“, – წერს heraldo.es.