ლეგიონერები | საბა ლობჟანიძემ სეზონი გახსნა, პაპუნაშვილი ფორმაში შედის #1TVSPORT
ლეგიონერები | საბა ლობჟანიძემ სეზონი გახსნა, პაპუნაშვილი ფორმაში შედის #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ ამერიკის მეიჯორ ლიგაში (MLS) ახალი სეზონი დაიწყო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდი „ატლანტა“ „კოლამბუსს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. საბამ სეზონის პირველი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ლუკა გუგეშაშვილმა ​ევროპის ლიგის პლეი ოფში გასულ „ყარაბაღში“ ითამაშა, რომელმაც შინ „სუმგაითი“ 2:0 დაამარცხა. „ქიაფაზმა“ კი ქართველების კარგი თამაშით 2:1 მოუგო „გაბალას“, რომლის მთავარი მწვრთნელიც ამ მატჩის შემდეგ მოხსნეს და კახა ცხადაძე დანიშნეს.

მათე კვირკვია და გიორგი პაპუნაშვილი „ქიაფაზის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და გუნდის წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მე-19 წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში პაპუნაშვილმა გახსნა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გოლი გაიტანა. გიორგის მეორე ტაიმში დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. 66-ე წუთზე ​მათე კვირკვიამ პენალტი მოიპოვა („გაბალას“ მცველმა, ზურაბ ოჩიგავამ წააქცია) და „ქიაფაზს“ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.