კვირკვიას „კიაპაზმა“ კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა #1TVSPORT
კვირკვიას „კიაპაზმა“ კონტრაქტის გაწყვეტა შესთავაზა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „კიაპაზი“ ქართველ ფეხბურთელთან, მათე კვირკვიასთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს, – ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Azerisport ავრცელებს.

„განჯის გუნდს ქართველ ფორვარდ მათე კვირკვიასთან კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს. მოსალოდნელია, რომ „კიაპაზი“ მის ნაცვლად სხვა უცხოელ ფეხბურთელს მოიწვევს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ კლუბს ბელორუს მეკარე ვლადისლავ ვასილიუჩეკთან განშორებაც სურს“, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

27 წლის მათე კვირკვია აზერბაიჯანულ კლუბში 2022 წლიდან თამაშობს და „კიაპაზში“ უკვე მეორე სეზონს ატარებს. ის გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო. აზერბაიჯანში წასვლამდე ფლანგის შემტევი ფეხბურთელი „გაგრაში“ თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ „კიაპაზში“ მეორე ქართველი ლეგიონერიცაა – საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც აზერბაიჯანულ კლუბში ზაფხულში გადავიდა და ბოლო პერიოდში შედეგიანი თამაშით გამოირჩევა.