პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი საავადმყოფოსთან აიფეთქა - დაღუპულია რვა ადამიანი
პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე დერა-ისმაილ-ხანის საავადმყოფოსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა თავი აიფეთქა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაღუპულია რვა და დაშავებულია 26 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა თალიბანმა აიღო.
აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, ქალაქის შემოგარენში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ორი პოლიციელი მოკლეს. თვითმკვლელმა ტერორისტმა სწორედ იმ საავადმყოფოსთან აიფეთქა თავი, სადაც მოკლული სამართალდამცველები გადაასვენეს.
აფეთქების შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულების შენობის ნაწილი, რის გამოც დაშავებულები სხვა ქალაქებში გადაიყვანეს.