ტუნისის დედაქალაქის ცენტრში თვითმკვლელმა ქალმა თავი აიფეთქა

18:14, 29.10.2018

ტუნისის დედაქალაქის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, რვა პოლიციელი დაშავდა. დაშავებულია რამდენიმე სამოქალაქო პირიც. BBC-ს ინფორმაციით, ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

პოლიციის ინფორმაციით, დედაქალაქის ცენტრში ქალმა თავი აიფეთქა.

ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. ადგილზე სამართალდამცველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მსგავსი