ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა დეპუტატობის კანდიდატის მხარდასაჭერ აქციაზე აიფეთქა თავი
ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა დეპუტატობის კანდიდატის მხარდასაჭერ აქციაზე აიფეთქა თავი

ავღანეთში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი, დაშავდა.

ნანგარჰარის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა დეპუტატობის კანდიდატ აბდელ ნასერ მოჰამადის მხარდასაჭერად გამართულ ღონისძიებაზე თავი აიფეთქა.

ცენტრალური აზიის სახელმწიფოში საპარლამენტო არჩევნები 20 ოქტობმერს არის დაგეგმილი. წინასაარჩევნო კამპანია კი 28 სექტემბერს დაიწყო.

ქვეყანაში არჩევნების გამართვას „ისლამური სახელმწიფო“ და მოძრაობა „თალიბანიც“ ეწინააღმდეგებიან. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რადიკალური დაჯგუფებები მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.