რადოსლავ სიკორსკი – ორი დიდი სახელმწიფო, აშშ და რუსეთი ვერ ახერხებენ გაცილებით სუსტ მოწინააღმდეგეებთან ომების მოგებას, ამიტომ, რუსული გავლენის სფეროს დამყარებაზე საუბარი არარეალისტურია

21:29, 22.11.2026

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ იალტის შეთანხმების ისტორიულ მნიშვნელობასა და დიდი სახელმწიფოების სამხედრო შესაძლებლობებზე ისაუბრა.

რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მნიშვნელოვნად სუსტ მოწინააღმდეგეებთან ომების მოგებას ვერ ახერხებენ.

„გავიხსენოთ, რა იყო იალტა. ეს იყო იმ გავლენის სფეროების დადასტურება და ლეგიტიმაცია, რომლებიც ამერიკულ და საბჭოთა ჯარებს უკვე კონტროლის ქვეშ ჰქონდათ მოქცეული. დღეს ორი დიდი სახელმწიფო – ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი – ყოველ შემთხვევაში, ჩვენს რეგიონში, ვერ ახერხებენ გაცილებით სუსტ მოწინააღმდეგეებთან ომების მოგებას. ამიტომ რუსეთის მხრიდან საუბარი, რომ დაამყაროს რუსული გავლენის სფერო იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ამჟამად არ აკონტროლებს და რომელთა დაპყრობაც არ შეუძლია, სრულიად არარეალისტურია“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

მსგავსი