პაკისტანის ქალაქ კარაჩიში აფეთქების შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა

16:49, 18.12.2021

პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ „ალ-ჯაზირა” ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

კარაჩის ტრავმატოლოგიური ცენტრის წარმომადგენლის თქმით, დაშავებულთაგან სულ მცირე სამი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და რამდენიმე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რომელიც შერშაჰის რაიონში მდებარე ბანკის ქვეშ აფეთქდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე შენობები და ავტომობილები.

„აფეთქების კონკრეტული მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს და დაშავებულებს საჭირო მკურნალობა უტარდებათ“, – განაცხადა კარაჩის ადმინისტრაციის უფროსმა მურთაზა ვაჰაბმა „ტვიტერზე“.

მსგავსი