დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ სამედიცინო ფარების მოხმარების წესი განმარტა.
მისი თქმით, მხოლოდ ფარი ადამიანს ვირუსისგან ვერ დაიცავს და საჭიროა მისი ნიღაბთან ერთად გამოყენება.
იმნაძის განმარტებით, ფარი აუცილებლად უნდა იცავდეს სახეს და არ იყოს მაღლა აწეული.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან, საქართველოში, უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. ჯერ ერთი მარტო ფარი ვერ იცავს, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად. ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს, ფარიც უნდა გვეკეთოს და ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული. ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი, ანუ არ უნდა იყოს აწეული“ , – განაცხადა პაატა იმნაძემ.