პაატა იმნაძე - ახალ შტამთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით წინასწარია, ჩანს, რომ უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს და ვრცელდება უფრო მეტად ახალგაზრდებში, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა
პაატა იმნაძე - ახალ შტამთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით წინასწარია, ჩანს, რომ უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს და ვრცელდება უფრო მეტად ახალგაზრდებში, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა

ახალ შტამთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არის წინასწარი. რაც ჩანს, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს და უფრო მეტად ვრცელდება ახალგაზრდებში, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ვინც ახალი შტამით დაავადდა, მათი უმრავლესობა აუცრელი იყო.

„აქვე უნდა ითქვას, რომ რაც არის ინფორმაცია, ვისაც დაემართა, ავადმყოფების უმრავლესობა იყო აუცრელი. დაახლოებით, ალბათ ორი კვირა დასჭირდება, რომ უფრო მეტი სამეცნიერო მტკიცებულება იყოს. ლუგარის ცენტრში გამოყოფილი ვარიანტების სეკვენირება მუდმივად მიმდინარეობს. როცა ყველა „დელტა“ იყო, შემთხვევითი პრინციპით ხდება გამოკვლევა, მაგრამ როცა ბრიტანული იყო, მაგალითად, იქ იყო, რომ თუ პისიარი სამი გენიდან ორი დადებითია, ერთი უარყოფითია. ამაზეც დაახლოებით ასეთივე პრინციპი იქნება. როცა დადებითია სამი გენიდან ორი, ერთი უარყოფითია. პისიარი ხომ სამ გენზე კეთდება.

ჯერჯერობით რაც არის ჩვენთან, არის „დელტა“ ან „დელტა პლიუსი“. ჩვენ არ გვაქვს ისეთი გაცხოველებული ურთიერთობა სამხრეთ აფრიკასთან, რომ ყველაზე მაღალი რისკი გვქონდეს. ძალიან დაბალი რისკია. ზუსტი პროტოკოლის შემუშავება მიმდინარეობს. რაც გვაქვს ინფორმაცია, არავაქცინურებულთან შედარებით,​ვაქცინირებულებში ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ვაქცინები უნდა იცავდეს, მაგრამ ვნახოთ, დრო დასჭირდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კითხვას იმის შესახებ, რომ სწრაფმა ტესტმა შეიძლება, ვერ დაადასტუროს ახალი შტამი და არ იყოს ეფექტური ანტიგენის ტესტი, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მუშაობა ამ საკითხზეც მიმდინარეობს.

„ჯერ ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია, თუმცა სწრაფი ტესტები არ არის მარტო სპაიკ ცილაზე, რადგან ძირითადი მუტაციები მაინც სპაიკ ცილაშია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

დატოვე კომენტარი