პაატა იმნაძე - უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება მედიის თანდასწრებით
პაატა იმნაძე - უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება მედიის თანდასწრებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ მოსახლეობის დარწმუნება ვერ ხერხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, იცის რამდენიმე სასულიერო პირის შესახებ, რომლებიც პირდაპირ ეთერში აიცრებიან.

„ნუ გგონიათ, რომ ეს მარტო საქართველოშია. ასეა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ახალი ვაქცინაა, აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა და ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და თავის ადგილას იქნება. მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს ყველაფერი მოხდება თქვენი თანდასწრებით. მე პირადად ჩიპი არ მაქვს და რა ვქნა ახლა. ასე რომ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.