პაატა იმნაძე - „სინოფარმთან“ დაკავშირებით ჩემი პირადი აზრი ყველამ დიდი ხანია, იცის, მომხრე ვარ, ყველა ვაქცინა, რომელიც მილიონობით ადამიანზეა გამოცდილი, გამოყენებულ უნდა იქნას
დიდი ხანია, მომხრე ვარ, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანზეა გამოცდილი, გამოყენებული უნდა იქნას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
აღნიშნულით იმნაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ემხრობით თუ არა „სინოფარმის“ გამოყენებას იქამდე, ვიდრე მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს? რა არის თქვენი რეკომენდაცია?“
ამასთან, იმნაძე იმედოვნებს, რომ იმუნიზაციის საბჭო „სინოფარმის“ გამოყენებასთან დაკავშირებით სათანადო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
„ჩემი პირადი დამოკიდებულება ალბათ ყველამ იცის. დიდი ხანია, მომხრე ვარ, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში გამოცდილია მილიონობით ადამიანზე, გამოყენებულ უნდა იქნას. ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, საკითხს წყვეტს იმუნიზაციის საბჭო. ჩემი პირადი აზრი დიდი ხანია, ცნობილია. იმედია, საბჭო ამ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.