პაატა იმნაძე - სასწრაფოდ უნდა აიცრას ყველა, ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის კი იყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, რაც ვირუსთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია.
ამასთან, იმნაძის თქმით, მისი რეკომენდაციაა, რომ აცრილ ადამიანებს შეზღუდვები არ ჰქონდეთ, ხოლო აუცრელებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.
როგორც იმნაძე აცხადებს, აღნიშნულის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც განაცხადა.
„ერთადერთი გზა, რომ პროგნოზები არ გამართლდეს და რამენაირად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე, ეს არის აცრების კიდევ უფრო გააქტიურება. დღეს რომ ავედით თითქმის 21 ათასზე, გამტარობა არის 24 ათასი. ვაქცინები ხელმისაწვდომია დაახლოებით მაისის ბოლოდან. სასწრაფოდ აცრა ყველასი და შეზღუდვები, ეს ჩემი პირადი რეკომენდაციებია, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს“, – განაცხადა იმნაძემ.