პაატა იმნაძე - საქართველოში ექიმების მესამედზე მეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია 
პაატა იმნაძე - საქართველოში ექიმების მესამედზე მეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ექიმების მესამედზე მეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია. 

როგორც იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, ამ თვალსაზრისით, ძალიან დაბალი მოცვაა ექთნებში.

„ბევრს რომ ლაპარაკობენ, ექიმების მოცვა ცუდიაო, ჩვენ გვაქვს მონაცემები, ექიმების მესამედზე მეტია უკვე აცრილია. რა თქმა უნდა, მეტი გამიხარდებოდა, მაგრამ ქვეყანაში ექიმების მესამედზე მეტი უკვე აცრილია. სამწუხაროდ, ექთნებში არის ძალიან დაბალი მოცვა, კიდევ უფრო დაბალი მოცვა არის დაბალ სამედიცინო პერსონალში. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ექიმები არ აქტიურობენ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.