პაატა იმნაძე - სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხიც ალკოჰოლის გარეშე არ ტარდება, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, დისტანციის დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია
პაატა იმნაძე - სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხიც ალკოჰოლის გარეშე არ ტარდება, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, დისტანციის დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების დახურულ სივრცეში ჩატარება ჯერჯერობით მათი მხრიდან რეკომენდირებული არ არის.

„კონცერტი შეიძლება ღია სივრცეში ჩატარდეს. ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით. სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხიც ალკოჰოლის გარეშე არ არის და როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ამიტომ, დიდი ზომის ასეთი ღონისძიებები ჯერჯერობით რეკომენდებული არ არის“, – აღნიშნა იმნაძემ.