H1N1 ვირუსით ავადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პირველ არხს განუცხადა. პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანა გრიპის ვირუსის ეპიდემიურ ზღვართან არ არის.
„ჯერჯერობით, ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა ეპიდემიურ ზღვართან არ ვართ. ავადობა საკმაოდ მაღალია, ისეთივე, როგორიც შარშანწინ იყო ამ პერიოდში. ისევ და ისევ სიფრთხილე, მართებთ განსაკუთრებით იმათ, ვინც არიან რისკის ჯგუფში – ეს ეხება მცირეწლოვან ბავშვებს, ორსულ ქალბატონებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, ჭარბი სიმსუქნე ვისაც აქვს. ეს ადამიანები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.