პაატა იმნაძე - „ფაიზერით“ ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკსა“ და „სინოფარმზე“ ამ კუთხით კლინიკური კვლევები ჯერ დამთავრებული არ არის
პაატა იმნაძე - „ფაიზერით“ ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკსა“ და „სინოფარმზე“ ამ კუთხით კლინიკური კვლევები ჯერ დამთავრებული არ არის

ინსტრუქციის თანახმად, „ფაიზერით“ ორსულების აცრა შეიძლება, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი ჯერჯერობით არა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ჩინური ვაქცინების – „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში, ორსულებთან დაკავშირებით კლინიკური კვლევები ჯერ არ არის დამთავრებული.

„სინოვაკსა“ და „სინოფარმს“ ჯერჯერობით ინსტრუქციაში უწერიათ, რომ ორსულები არ იცრება, რადგან კლინიკური კვლევები ორსულებზე არ არის ჯერ დამთავრებული. შესაბამისად, ვიდრე არ იქნება კლინიკური კვლევები, ვერ ჩაწერენ ინსტრუქციაში. „ფაიზერს“ ინსტრუქციაში ჩაწერილი აქვს, რომ ექიმთან ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკის ორსულები არიან. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით, „ფაიზერის“ შემთხვევაში შეიძლება ორსულების აცრა, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ კი  ჯერჯერობით არა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.