პაატა იმნაძე - ჩემი დეპარტამენტის უფროსი, ლაბორატორიის უფროსი, იმის მაგივრად რომ საქმეს მიკეთებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კითხვარს ავსებენ, რადგან მერე იტყვიან, საჯარო ინფორმაცია არ გაეცით დროზეო
რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ახლა ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სულელურ ცხრილებს უხაზავს ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, რათა მერე არ დაგვბრალდეს, რომ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, დეპარტამენტისა და ლაბორატორიის უფროსები, იმის მაგივრად, რომ საქმეს აკეთებდნენ, კითხვარს ავსებენ, რადგან მერე იტყვიან, რომ საჯარო ინფორმაციის დროზე გაცემა არ ხდება.
„ყველას დრო გაუჩნდა. გვთხოვენ ინფორმაციას. მე ხომ ვიცი, ეს კუდები საიდან მოდის. საქმე არ აქვს ამ ხალხს?! ლუგარში ყოფნის ნაცვლად, ვიღაცის კითხვარს ავსებს, დისერტაცია უნდა დაიცვას. აი, ასეთ ხალხთან მაქვს საქმე. გეუბნებით, ფაქტი სახეზეა, ვავსებთ რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის ისეთ კითხვარს, რომ სადოქტორო დისერტაცია დაიცვება და ჩემი დეპარტამენტის უფროსი და ლაბორატორიის უფროსი, იმის მაგივრად რომ საქმეს მიკეთებდნენ, კითხვარს ავსებენ, იმიტომ, რომ მერე იტყვიან, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია არ გავეცით დროზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.