პაატა იმნაძე ფიქრობს, რომ აუცრელების ფასიან მკურნალობაზე პრეზიდენტის იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვაქცინაციასთან დაკავშირებული გუშინდელი განცხადებების გამო მადლობა გადაუხადა.
მან აუცრელების ფასიან მკურნალობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაც შეაფასა და აღიშნა, რომ იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება.
„ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. არ მგონია, ეს იდეა განხორციელდეს, მაგრამ სხვა ყველა პუნქტში აბსოლუტურად ვეთანხმები. დღეს მადლობა გადავუხადე“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რა დროსაც სხვა საკითხებთან ერთად, ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და გარკვეული ინიციატივებით გამოვიდა.
„მივმართავ ხელისუფლებას, პანდემიასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები მიიღოს, სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.