პაატა იმნაძე - 87-ე სკოლაში მენინგიტის გადადების არავითარი რისკი არ არსებობს
პაატა იმნაძე - 87-ე სკოლაში მენინგიტის გადადების არავითარი რისკი არ არსებობს

სკოლის რომელიმე მოსწავლეზე მენინგიტის გადადების არავითარი რისკი არ არსებობს, სკოლაში ჩატარდა ყველა ღონისძიება, რაც ამ დროისთვის საჭირო იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ 87-ე სკოლაში მენინგიტის შემთხვევასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, დეზინფექცია ჩვეულებრივ არ ტარდება მენინგოკოკური ინფექციის დროს, რადგანაც ეს მიკრობი გამძლე არ არის და იღუპება რამდენიმე წუთში. მისივე თქმით, მიუხედავდ ამისა, როდესაც ჩატარდა სველი წესით დამუშავება, გამოყენებული იყო მათ შორის სადეზინფექციო ხსნარებიც.

„სველი წესით დამუშავება როდესაც ჩატარდა, გამოყენებული იყო მათ შორის სადეზინფექციო ხსნარებიც. ერთადერთი ამ მიკრობს მტარებლობა ახასიათებს. შეიძლება მოიაროს ათასი ადამიანი და მტარებლობის შედეგად არაფერი არ ჰქონდეს ამ ადამიანებს. ამოარჩევს ვინმეს, ვინც ვთქვათ შედარებით სუსტი იმუნიტეტის იყოს იმ მომენტში და ამ დროს განვითარდეს ინფექცია. ეს მიკრობი გადადის მხოლოდ და მხოლოდ ახლო, ძალიან მჭიდრო კონტაქტისგან”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვების სხეული კარგად დაათვალიერონ და დააკვირდნენ ტემპერატურის ცვლას.

„სხეულზე სადმე პატარა, ვარსკვლავისებური სისხლჩაქცევა თუ არის, ასევე 38-ზე მეტი ტემპერატურა და თავის ტკივილია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს”, – განაცხადა იმნაძემ.