ოზურგეთში თვითიზოლაციაში 25, საკარანტინო ზონაში კი 12 პირი იმყოფება
ოზურგეთში, ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 25, საკარანტინო ზონაში კი 12 პირი იმყოფება.
თვითიზოლაციის ვადა დაასრულა 44-მა ადამიანმა, ხოლო საკარანტინო პერიოდი 19-ს დაუმთავრდა.
თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები აკონტროლებენ.
„თვითიზოლაციაში მყოფი პირები კონტროლდებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“,- აცხადებს კორონოვირუსთან ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე.