ოზურგეთში თვითიზოლაციაში 25, საკარანტინო ზონაში კი 12 პირი იმყოფება

16:19, 27.03.2020

ოზურგეთში, ამ დროის მონაცემებით, თვითიზოლაციაში 25, საკარანტინო ზონაში კი 12 პირი იმყოფება.

თვითიზოლაციის ვადა დაასრულა 44-მა ადამიანმა, ხოლო საკარანტინო პერიოდი 19-ს დაუმთავრდა.

თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები აკონტროლებენ.

„თვითიზოლაციაში მყოფი პირები კონტროლდებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“,-  აცხადებს კორონოვირუსთან ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე.

მსგავსი