ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კალანდობის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გურიის გუბერნატორი, პარლამენტარები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ.
ადგილობრივებმა კალანდის აღნიშვნის ყველა წეს-ჩვეულება გაიხსენეს, რაც ამ კუთხეს დღემდე შემორჩა.
ღონისძიება ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გააფორმეს.