სოფელ დვაბზუში კალანდობისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს და ლობიო, მჭადი და პრასი მიიტანეს
სოფელ დვაბზუში კალანდობისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს და ლობიო, მჭადი და პრასი მიიტანეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში კალანდობისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე მუზეუმთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათ ხონჩით ლობიო, მჭადი და პრასი მიიტანეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტისთვის უნდა გადაეცათ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, კალანდობის ერთი დღით ადრე აღნიშვნა ხელისუფლების მხრიდან ტრადიციის შეცვლის მცდელობაა.

აქციას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

„ყველა სტუმარი არის აქ, ამ ეზოში. ჩვენ ერთად აღვნიშნეთ ღირსეულად, როგორც ეს ქართულ სტუმარ-მასპინძლობას შეესაბამება. თუ რამდენიმე ადამიანი იყო ჭიშკართან, როგორ დახვდნენ ეს ადამიანები სტუმრებს, ამას საზოგადოება შეაფასებს. რაც შეეხება ჩვენს სტუმრებს, დარწმუნებით მინდა, გითხრათ, ყველა სტუმარი აქ არის. ვინც სასიკეთო საქმეზე არ იყო მოსული, იმ ხალხის ამბავს მე ნამდვილად ვერ გეტყვით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.