ოზურგეთში კალანდობა აღინიშნა
ოზურგეთში კალანდობა აღინიშნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში კალანდობის დღესასწაული აღნიშნეს.

„კალანდა 2023“ კალანდობისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებით აღნიშნეს, როგორებიცაა აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი.

ამასთან, ადგილზე გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები და მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და რიგითი მოქალაქეები.

ღონისძიება გალაკონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.