ოზურგეთში, დაბა ლაითურში საერთო საცხოვრებელი დაიწვა
ოზურგეთში, დაბა ლაითურში საერთო საცხოვრებელი დაიწვა

ოზურგეთში, დაბა ლაითურში, ორსართულიანი საერთო საცხოვრებელი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაიწვა შენობის ორივე სართული. განადგურებულა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ხანძრის შედეგად ხუთი ოჯახი დაზარალდა.

ადგილზე ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ქობულეთის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.

„ხანძრის შედეგად ხუთი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. დაზარალებულები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან შესაბამის დახმარებას მიიღებენ, იქნება ეს მათი ალტერნატიული ფართით, ქირით თუ სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფა“,- აღნიშნა ოზურგეთის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ.